ზუგდიდში მომხდარ აფეთქებაზე საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით აღიძრა

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქებასთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

“საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გამოძახებიდან 5 წუთში მივიდნენ და ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, თუმცა სამწუხაროდ, შენობაში მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განუმარტეს “Newsportal.ge”-ს უწყების პრესსამსახურში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი