ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
მათი თქმით, გარემოვაჭრეების გამო, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მყიდველები იშვიათად შედიან, რის გამოც პროდუქცია უფუჭდებათ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ გარევაჭრობა აიკრძალებოდა, თუმცა უშედეგოდ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.