ზუგდიდში მოზარდი დაგუბებულ ტბორში დაიხრჩო

ზუგდიდში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა კომბინატის უბანში, ე.წ. ვექტორის დასახლებასთან მდებარე დაგუბებულ ტბორში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი თანატოლებთან ერთად, დაგუბებულ ტბორში ბანაობდა, რა დროსაც მცენარეებში გაიხლართა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. მოზარდის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი