ზუგდიდში, სკეიტ პარკში, მთვარი ნაძვის ხე განათდა. ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საახალწლოდ სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი:
► 22 დეკემბერი, 18:00 საათი – ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი;
► 25 დეკემბერი – წარმატებული სპორტმსმენების და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი;
► 27 დეკემბერი, 17:00 საათი – მერის საბავშვო-საახალწლო მიღება;
► 29 დეკემბერი, 14:00 საათი – ბავშვთა ანსამბლების საახალწლო კონცერტი [კულტურის ცენტრო ოდიში];
► 31 დეკემბერი, 22:00 საათი – საახალწლო გალა-კონცერტი [სკეიტ-პარკი];
► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი;
► 3 იანვარი, 13:00 საათი – თოჯიონების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატარა მაყურებლებისთვის [კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზი];
► 7 იანვარი, 12:00 საათი – საშობაო ალილო.