ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უქმდება, – ამის შესახებ ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება და ვირუსი მზარდი ტენდენციით ხასიათდება პრევენციული ღონისძიებების უფრო გამკაცრებაა საჭირო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უქმდება. მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში, ვინაიდან სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია.
ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება.
ცხელი ხაზი: 591447546; 591445320″, – ნათქვამია განცხადებაში.