“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ოთხმა წევრმა პარტია დატოვა და თვითმმართველობის არჩევნებიდან კანდიდატურები მოიხსნა.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა თოლორაიამ, ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან მაქაცარიამ, ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი კუკავამ და პროპორციული სიის წევრმა გიორგი თოფურიამ შეიტანეს.
აღნიშნული ინფორმაცია “newsportal.ge”-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მირანდა მესხმა დაუდასტურა.
აღსანიშნავია, რომ გელა თოლორაია პროპორციული სიის მესამე ნომერი იყო. ლევან მაქაცარია მერვე, ხოლო გიორგი თოფურია 30-ე ნომერი.