ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ზუგდიდის ტექნოპარკში, გაიმართა შეხვედრა – ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
შეხვედრაზე მიმოიხილეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები და საზოგადოებას გააცნეს სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამარ ბარკალაიამ, რომლებმაც მოსახლეობას გააცნეს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ დეტალურ ინფორმაცია.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის, ძალოვნი სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.