სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდში მდებარე ოქროს ბირჟის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოქროს ბირჟა დაიკეტა.
მისი განცხადებით, 21 სექტემბერს რეგიონში მცხოვრებ 340 ადამიანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, საიდანაც 2-ს ვირუსი დაუდასტურდა.
“მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. ზუგდიდში მდებარე ოქროს ბირჟა დახურულია. მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება“, – განაცხადა თორიამ.