ზუგდიდში პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო

ზუგდიდში პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო. სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანკეტირების ეტაპი დასრულდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა, ანკეტირების შედეგები შეაჯამა და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე იმსჯელა.

სხდომაზე ვიზუალური (ფოტო) მასალა განიხილეს. განხილვის პროცესი ხვალაც გაგრძელდება. კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. გიორგი შენგელიას განცხადებით:

,,მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის აღნიშნულ პროგრამებში ჩართვა უმნიშვნელოვანესია, მიმდინარე წელს ჩვენ დაახლოებით 20-დან 25-მდე სახლს ავაშენებთ, პრიორიტეტული ოჯახებს კი კომისია ობიექტური გადაწყვეტილების შედეგად გამოავლენს“.

მიმდინარე წელს მერიაში 243 განცხადება შემოვიდა, მათგან 141 განცხადება სახლის მშენებლობას შეეხებოდა, ხოლო 102 განცხადება – „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას. 2019 წელს სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი „ერთი თბილი ოთახის“ პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი