სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისთვის ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის კორპუსის მშენებლობა იწყება.
ამ ეტაპზე, პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს, პროფესიული განათლებისთვის ცალკე შენობის არსებობა კი მეტ აუდიტორიას დაიტევს და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მეტი პროფესიული მიმართულების სწავლება.
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და მზარდი.