ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, იგი ქვეითად გადაადგილდებოდა. გზაზე გადასვლის დროს კი მიკროავტობუსი დაეჯახა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.