ზუგდიდში „ქართული ხმები”-ს და „ბიგ ბენდი”-ს საიუბილეო კონცერტი ანშლაგით ჩატარდა

ზუგდიდში “თბილისის მერიის ბიგ-ბენდის” და ლეგენდარულ ანსამბლ “ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი ჩატარდება. კონცერტები საქართველოს რეგიონები ერთობლივი ტურნეს ფარგლებში ეწყობა. მუსიკალური სერია აერთიანებს ქართულ ფოლკლორს, ხალხურ სიმღერებს, საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს.

კონცერტმა, რომლის ხანგრძლივობაც 90 წუთი იყო ანშლაგით ჩაიარა. რეგიონული ტურნე პროექტ Check in Georgia ს ფარგლებში იმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

ზუგდიდში გამართულ კონცერტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენენ.

ზუგდიდის შემდეგ, “თბილისის მერიის ბიგ-ბენდის” და ლეგენდარულ ანსამბლ “ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი 14 ივლისს ხობში, ხოლო 16 ივლისს ფოთში გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი