ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჯერად სპეცილაური სადეზინფექციო ხსნარით მოსაცდელები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დამუშავდა.
მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო მოედნებს, ბაღებს, აგრარულ ბაზარს და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება და ეტაპობრივად ტარდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, გაუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას.