ზუგდიდში საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა

ზუგდიდში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის შენობაში საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი ნანგრევებში მოყვა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. დაშავებულის ამოყვანა ნანგრევებიდან უკვე მოხდა და ის გადაყვანილია საავადმყოფოში.

მედპერსონალის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მთავრობას დახმარების თოვნით, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი