ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
გიორგი შენგელიამ გორკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 34 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ასევე, წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია პარალელურად ხორციელდება.
2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.