ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელაიასა და სოხუმის ქუჩებზე დაათვალიერა.

სოხუმის ქუჩაზე გზის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

გზები რეაბილიტირდება ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც გზასთან ერთად სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

წლის ბოლომდე ზუგდიდს განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი