ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე, 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.
სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი მათგანის, მერვე კლასელი ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ადგილზე პოლიცია იმყოფება.