ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვა ადგილობრივების მონაწილეობით აქცია მიმდინარეობს.

ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონ-პროექტს აპროტესტებენ, რომელიც მეორე მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო.

აქციის მონაწილეები, რომელთა ნაწილი პროტესტს თბილისშიც შეუერთდა, ზუგდიდსა და დედაქალაქში პროტესტის გაგრძელებას გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი