ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” მძევლები ჰყავთ აყვანილი

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყავთ ჩაკეტილი.

ადგილზე საპატრულო პოლიცია უკვე მუშაობს. მობილიზებულია სპეცრაზმიც. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

Დაუდასტურებელი ინფორმაციით,ბანკში ერთი პირი შეიჭრა, მან ხანდაზმულ მძევლებს შენობის დატოვების უფლება მისცა.

შენობიდან ასევე შეძლო გამოსვლა ბანკის რამდენიმე თანამშრომელმა, რომელთა ინფორმაციით, შენობაში რამდენიმე გასროლა მოხდა. მათივე ცნობით, თავდამსხმელი ბანკის მენეჯერთან შეხვედრას ითხოვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი