ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა

ზუგდიდში, დადიანის 19-ში მდებარე სახანძრო-სამაშველო ცენტრის შენობის მშენებლობის გაგრძელების შესახებ ტენდერი დასრულდა. ყველაზე დაბალი შეთავაზება სამშენებლო-საწარმო გაერთიანება “იმერეთმა” დააფიქსირა.

კომპანია ტენდერში 2 893 800 ლარით დაწინაურდა. შესყიდვის სავარაუდი თანხად  3 180 543 ლარი იყო მითითებული.

სატენდერო მასალების მიხედვით უნდა მოხდეს შენობის რეაბილიტაცია, ელექტროობის მოწყობა, კომპიუტერიზაციის, გახმოვანების, ტელესაკომუნიკაციო და ვიდეოდაცვის სისტემების მოწყობა. უნდა ჩატარდეს გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის სამუშაოები, უნდა მოეწყოს ეზოს სანიაღვრე სსტემა, წყლისა და წყალმომარაგების სისტემებები.

შემსრულებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 (ორას სამოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი