17-23 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის სოფელ რუხში, სენაკსა და ფოთში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ჯამში 27,040 ღერი სიგარეტი ამოიღეს.
მათივე ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.