ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერმა წვიმამ ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდანო ნაკვეთები დატბორა.
ამ წუთებში ანაკლიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.
როგორც მერმა აღნიშნა, უხვმა ნალექმა მდინარეების მნიშვნელოვანი ადიდება, სანიაღვრე არხების გადავსება და წყალმოვარდნები გამოიწვია. ანაკლიაში არსებულმა სამელიორაციო არხმა ვერ უზრუნველყო ჭარბი ნაკადის გატარება. მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ზღვის შესართავთან, მოდინებული წყლის ნაკადი ვერ უერთდებოდა ზღვას, რამაც შექმნა მისახლეობის დატბორვის საფრთხე. შესაბამისად, მოხდა ახალი დამატებითი არხის გაჭრა, არსებულის გაფართოება და ზღვის შემაერთებლის გაწმენდა. მოსახლეობის დატბორვის საფრთხე სამუშაობის შედეგად არიდებულია.
აღნიშნულ სამუშაოებში ჩართულია ანაკლიის პორტის ტექნიკა, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტის შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“ და ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“.