ზუგდიდში, სუპერმარკეტ „ნიკორაში“ მომხდარ ხულიგნობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ზუგდიდში, სუპერმარკეტ „ნიკორაში“ მომხდარ ხულიგნობის ფაქტზე სამი მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, „ნიკორას“ მაღაზიის დაცვის თანამშრომელსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი