ზუგდიდში თამბაქოს საწყობი დაიწვა – გარდაცვლილია ერთი მამაკაცი

ზუგდიდში, თამბაქოს საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც თვითმხილველებმა “newsportal.ge”-ს განუცხადეს გარდაცვლილი ამავე საწყობის თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე საათის წინ, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე თამბაქოს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.  საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი