ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „GEO FOOD“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ლატვიელ ინვესტორებთან ერთად ლატვიის სეიმის ვიცე-სპიკერი გუნდარს დაუდზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი და ადგილობრივი ხეილსუფლების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 450 ათას ლარს შეადგენს. იგეგმება დამატებითი ინვესტიციის მოზიდვაც. ინვესტორებს თხილის გული ექსპორტზე ლატვიასა და ლიტვაში გააქვთ.

თხილის ქარხანაში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 45 ადგილობრივი, სეზონზე იგეგმება სამუშაო ადგილების ზრდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი