ზუგდიდში წყალმომარაგების მასშტაბური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების პროექტები ასევე  განხორციელდა ანაკლიასა და განმუხურში;
 

ზუგდიდში მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა:ქალაქში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება;
 

ზუგდიდში გრძელდება წყალარინების სისტემის მოწყობა. ახალი პროექტით, წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა ზუგდიდის 8 ქუჩაზე და დამატებით 2 000-მდე ადამიანი ისარგებლებს წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი