ზუგდიდში, ნაწულუკუს უბანში ხანძრის შედეგად 6 ჰექტრამდე თხილისა და ხურმის პლანტაცია დაიწვა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა მონაწილეობდა. მერიაში აცხადებენ, რომ მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის და დაზარალებული მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა ამის შემდეგ მოხდება.
ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.