ზუგდიდში ხუთი პირისთვის კორონავირუსზე ​ჩატარებული ანალიზები უარყოფითია

ხუთ პაციენტს, რომელთა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო მარტვილის საავადმყოფოდან ადგილობრივი ექიმის, სენაკის კლინიკა „სენამედის“ სამი პაციენტისა და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან ერთი პაციენტის ანალიზები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი