ზურაბ აბაშიძემ პოსტი დატოვა

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. პრემიერი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ის პრემიერის მრჩევლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა.

„მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს. ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ზურაბ აბაშეიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

აბაშიძე ადასტურებს პოსტის დატოვებას და აღნიშნავს, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და წინა პრემიერს განცხადებითაც მიმართა.

ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძე 2012 წელს დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი