ზურაბ ალავიძე – “2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის პროექტები განხორციელდება”

2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება – ამის შესახებ,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბ ალავიძემ 2018  წელს დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  მომავალი წელი დატვირთული იქნება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებით.

,,პროექტებიდან, რომელიც მომავალ წელს დაიწყება, მინდა გამოვყო რიკოთის უღელტეხილის  მნიშვნელობის პროექტი, რომლის სიგრძე 50 კილომეტრია და ითვალისწინებს 90 ხიდისა და 60 მაგისტრალური გვირაბის მშენებლობას. შესაბამისად, ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია’’, -აღნიშნა მინისტრმა.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი