ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია – „გირჩი – მეტი თავისუფლება” დააფუძნა

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია – „გირჩი- მეტი თავისუფლება” დააფუძნა. ჯაფარიძე პარტიის თავმჯდომარე თავად იქნება.

“წინა „გირჩის” სახელია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”, ამას ერქმევა „გირჩი – მეტი თავისუფლება”. რეგისტრაცია გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაც ფურცელი, რომელიც შემდეგ საჭიროა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ამ პროცედურებს გავივლით. ამ პროცედურების ნაწილია თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები, რეალურად ჩატარებული გვაქვს ონლაინ, უბრალოდ დღეს ფორმალურად გავაფორმებთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ახალი „გირჩი” ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – დაწერა ჯაფარიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი