“კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ “სახე უნდა აეხეს ყველას“, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას.
„რეალობაა, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, პარტიებმა კი არ გაიმარჯვეს, თქვენ გაიმარჯეთ. თქვენთან ერთად გაიმარჯვა ამ ქვეყნის ევროპულმა მომავალმა. ეს შენობა და ძალაუფლება, გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ, არ გაძლევენ, ფიზიკური ძალით არ გაძლევენ. როდესაც საუბარია, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი გეგმა არ არსებობს. წინ არის ძალიან მოკლე ვადები. ერთი ვადაა 21 ნოემბერი – ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს. მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ გაბედოს ცესკომ და კალანდარიშვილმა ამის გაკეთება. ქვეყნის გარედან მეგობრები უნდა დაგვეხმარონ. სახე უნდა აეხეს ყველას, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ, აქაც უნდა გაეცეთ პასუხი. ამის შემდეგ, კიდევ პატარა ვადა რჩება, 10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეგ არ უნდა დავუშვათ. ეს ჩვენი გასაკეთებელი კი არა, ყველას გასაკეთებელია, თქვენი გასაკეთებელია. თქვენ, ვინც აქ დგახართ, ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი ხართ. თქვენს უკან აღარავინ არის. ჩვენი ერთად გასაკეთებელია ეს. მოგვიწევს ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს. მზად იყავით, მეორედ არავინ დავიბადებით ამ ქვეყანაზე“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.