საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
“დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზედაც ასევე ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.