დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციებზე წერს:

„პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა. დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო. ქართველები იბრძვიან არა მხოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ ევროპის, დემოკრატიისა და თავისუფალი მომავლისთვის!“, – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი