პრეზიდნეტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოსპარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს.
„რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე კიდეც ერთ პოსტს აქვეყნებს.
„რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას “პრევენციას“ უწოდებს“, – წერს პრეზიდენტი.