სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა.

“მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი – დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა აქციაზე.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მიდის. მარშის მონაწილეებს ცენტრალურ გამზირზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საპროტესტო აქციის თარიღად ორგანიზატორებმა სიმბოლურად, 31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე შეარჩიეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი