აგვისტოს ომის გმირ, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი? არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკინა განაცხადა: „მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.