არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. უფრო წააგავს პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ ამერიკას, იმ დროს, როდესაც, ყველას სჭირდება ძლიერი ამერიკა, ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის გამოჩენას ვხედავთ ბოლოსდაბოლოს“, – წერს ზურაბიშვილი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი