ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი 100-ზე მეტ შეხვედრას გამართავს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მოსახლეობასთან პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერ შეხვედრებს ინტენსიურად მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

,,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.  საარჩევნო კამპანიის მონაწილეები, ამჯერად „კარდაკარის“ პრინციპით მოსახლეობას ხვდებიან.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ზუგდიდში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართა და სამომავლო გეგმები გააცნო” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი