ზვავსაშიშროება, ნისლი, ქარბუქი, შტორმი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან კი, ძლიერი ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 22-23 დეკემბერს იქროლებს ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა დაფიქსირდება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი