ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი