აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევას იწყებენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევას იწყებენ. 

შესაბამისი ნაბიჯის შესახებ აქციაზე განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა, რასაც მომიტინგეები ხელის აწევით დაეთანხმნენ.

“ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას: მშვიდობიანად და წყნარად, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარეშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი