გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.

ზუგდიდში – 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, კ.გამსახურდიას,თათარიშვილის,თავისუფლების,კრილოვის,მაიაკოვსკის,ხუბულავასა და მიმდებარე ქუჩებს.


ჩხოროწყუში – 13:00-დან 19:00 საათამდე სოფელ ლესიჭინესა და მიმდებარე ტერიტორიას.


მარტვილში – 12:30-დან 18:40 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით,სოფლებს:გაჭედილს,სალხინოს,ჭყონსა და მიმდებარე სოფლებს.


აბაშაში – 11:00-დან 15:00 საათამდე სოფელ წყემს.


სენაკში – 11:00-დან 17:00 საათამდე მშვიდობის,რუსიას,ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.


წალენჯიხაში – 11:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით,სოფლებს: ეწერს,საჩინოს,ჩქვალერის,ჯვარსა და მიმდებარე სოფლებს

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი