„სისა ტურა” – ეთნოგრაფიული სივრცე და გაცოცხლებული ტრადიციები

„სისა ტურა”, ეთნოგრაფიული სივრცე, სადაც მეგრული კულტურა, ისტორია და ტრადიციებია გაცოცხლებული. თითოეული დეტალი წარსულის ანარეკლია და ამაზე ერთი თვალის შევლებით, საუკუნის შეფერილობით ეზოს შუა გულში მდგარი მეგრული ჯარგვალი მიგანიშნებთ.

„სისა ტურას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად ესტუმრა. მერმა ეთნოგრაფიული სივრცის დათვალიერებისას აღნიშნა, რომ თავისუფლად შეიძლება „სისა ტურა“ გახდეს ტურისტებისთვის ერთერთი სავიზიტო ბარათი.

ეთნოგრაფიული სოფელი “სისა ტურა”, ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთშეულში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია მრავალი თვალსაჩინოება, საცხოვრებელი და დამხმარე შენობა ნაგებობები, უამრავი უნიკალური ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე მოწყობილია მცირე ფერმერული მეურნეობა. “სისატურაში” დასასვენებელი სივრცე მოწყობილია ხელოვნური ტბის გარშემო.

ეთნოგრაფიული სოფელი სტუმრებს სთავაზობს ნავით გასეირნებას, თევზაობას, ბუნებაში დასვენებას, ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას და მრავალ სხვა გასართობს.

„სისა ტურა“ სტუმარს აძლევს საშუალებას ახლოდან გაიცნოს მეგრული კულტურა, ისტორია, ტრადიციები და სამზარეულო.

,,გაატარე ზაფხული საქართველოში“ #spend_your_summer_in_georgia

კომენტარები

დატოვე კომენტარი