ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.