ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ N44-ე სხდომაზე, 54 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.
კომისიის გადაწყვეტილებით: ძვირადღირებული მედიკამენტები 20 მოქალაქეს დაუფინანსდა; ძვირადღირებული გამოკვლევები-20-ს; ოპერაცია თანადაუფინანსდა 11 მოქალაქეს; სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა 3 ბენეფიციარს. სამედიცინო მომსახურებებისთვის 15 910 ლარი გამოიყო.