ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე 2-ქალს ავტომობილი დაეჯახა, მათგან ერთ-ერთი ნატო ბერულავა, ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ქალები ქუჩის თავში მდებარე გასაქირავებელი ფართის მინის შუშებს წმენდდნენ, რა დროსაც, მათ ავტომობილი დაეჯახათ.

შემთხვევის დროს, ნატა ბერულავა ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე, ლია ჩხეტია, მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძღოლი, რომელიც ორ ქალს დაეჯახა, დაცვის პოლიციის თანამშრომელია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი