ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება. გზის რეაბილიტაციას გეოლოგიური და კონსტრუქციული სირთულეების გამო გარკვეული შეფერხებები ჰქონდა, თუმცა ამჯერად გრუნტის გამაგრების პრობლემა მთლიანად მოგვარებულია და ასფალტირების სამუშაოები ხორციელდება.

განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი