ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდში, სიჭინავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა. მისი განცხადებით, წელს 70-მდე ქუჩა რეაბილიტირდება, რაც მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

,,ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვაგრძელებთ. გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.

წელს საზგაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ზუგდიდში 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდება“ – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე განახლდა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი