მთავრობა რეგიონების მოსახლეობისთვის 154 ავტობუსს შეიძენს

 პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რეგიონებში მცხოვრები მოქალქეების კომფორტულად გადაადგილებისთვის 154 ახალ ავტობუსს შეიძენს.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8 მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლების რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან და ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი